Search
Close this search box.

რატომ ქართული თხილი?

შავი ზღვის აუზი თხილისთვის საუკეთსო რეგიონია. მათ შორის, გამორჩეულია კოლხეთის დაბლობი, თავისი კლიმატური პირობებით. გარდა ამისა, მიკროზონების სიმრავლე საქართველოში ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქციის მოყვანის შესაძლებლობას, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნებს.

დღეს საქართველო არის მსოფლიოს ხუთ უმსხვილეს თხილის მწარმოებელ ქვეყანას შორის.

ამჟამად შპს „აი-ჯი აგრო“ 645 ჰექტარზე ფლობს

თხილის ბაღებს სამეგრელოს რეგიონში. ჩვენს ბაღებში მოგვყავს ანაკლიურის და ჯიფონის თხილის ჯიშები.

ფართოდ გავრცელებულთა შორის პირველ ადგილზეა ანაკლიური ჯიშების ქართული თხილი. ჯიშს აქვს მრგვალი ნაყოფი, პროცენტული გამოსავლიანობა 50-52% შეადგენს, ცხიმის შემცველობა 67-68%, ბუჩქის  საშუალო მოსავლიანობა 6-6,5 კილოგრამია.

ასევე გავრცელებული ჯიშია ჯიფონი, რომელიც  იტალიური თხილის ჯიშია, არის  მრგვალი  და აქვს შესანიშნავი ხარისხი.

ჩვენს ბაღებში, 2023 წელს თხილის მოსავალი 100 ტონამდე იყო.

ქართული თხილი ევროპულ ბაზარს ამარაგებს.

ქართული თხილის ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან გერმანია, იტალია

და პოლონეთი.