Search
Close this search box.

ჩვენს შესახებ

შპს აი ჯი აგრო თხილის მწარმოებელი კომპანიაა რომელიც დაარსდა 2021 წელს.

ჩვენი საწარმო სრულად ვერტიკალურად ინტეგრირებულია: ჩვენივე ბაღებში მოგვყავს თხილი, გვაქვს სრული საწარმოო ხაზი, გადამუშავებისა და დაფასოებული პროდუქტის მიწოდების ჩათვლით.

ჩვენი კომპანიის საკუთრებაშია 650 ჰექტარზე გაშენებულ თხილის პლანტაციები სამეგრელოს 4 რაიონში და თხილის  გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მდებარეობს ზუგდიდში.

ქარხანა აღჭურვილია უახლესი დანადგარებითა და ტექნოლოგიებით. სამუშაო პროცესი ხორციელდება მაღალტექნოლოგიურიურ გარემოში, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის თხილი და თხილის სხვადასხვა ნაწარმი შევთავაზოთ მომხმარებელსა და პარტნიორებს.

თხილის სექტორში ჩვენი მიდგომებია

აი ჯი აგრო ფლობს მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიას, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ თხილის ფიზიკური და ქიმიური ანალიზები

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ხარისხიანი პროდუქტის შექმნა, რაც გამოიხატება საერთაშორის სტადარტების BRCSG, HAACP და ISO 9001:2000 სერტიფიკატებით. ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით საქართველოს კანონმდებლობითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ჩვენი მიზანია ჩვენი მომხარებლებისა კმაყოფილება, მათთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტის დროულად და ზუსტად მიწოდება გვაქცევს საიმედო სავაჭრო და საწარმოო პარტნიორად.

აი ჯი აგრო ზუსტად გრძნობს ადგილობრივი და მსოფლიო ბაზრის რიტმს.

რატომ ქართული თხილი?

შავი ზღვის აუზი თხილისთვის საუკეთსო რეგიონია. მათ შორის, გამორჩეულია კოლხეთის დაბლობი, თავისი კლიმატური პირობებით. გარდა ამისა, მიკროზონების სიმრავლე საქართველოში ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქციის მოყვანის შესაძლებლობას, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნებს.

დღეს საქართველო არის მსოფლიოს ხუთ უმსხვილეს თხილის მწარმოებელ ქვეყანას შორის.

ამჟამად შპს „აი-ჯი აგრო“ 645 ჰექტარზე ფლობს

თხილის ბაღებს სამეგრელოს რეგიონში. ჩვენს ბაღებში მოგვყავს ანაკლიურის და ჯიფონის თხილის ჯიშები.

ფართოდ გავრცელებულთა შორის პირველ ადგილზეა ანაკლიური ჯიშების ქართული თხილი. ჯიშს აქვს მრგვალი ნაყოფი, პროცენტული გამოსავლიანობა 50-52% შეადგენს, ცხიმის შემცველობა 67-68%, ბუჩქის  საშუალო მოსავლიანობა 6-6,5 კილოგრამია.

ასევე გავრცელებული ჯიშია ჯიფონი, რომელიც  იტალიური თხილის ჯიშია, არის  მრგვალი  და აქვს შესანიშნავი ხარისხი.

ჩვენს ბაღებში, 2023 წელს თხილის მოსავალი 100 ტონამდე იყო.

ქართული თხილი ევროპულ ბაზარს ამარაგებს.

ქართული თხილის ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან გერმანია, იტალია

და პოლონეთი.